„პროფილი” 12 წლის გახდა
„პროფილი” 12 წლის გახდა.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გადაცემის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციაა გამოქვეყნებული:
„24 სატელევიზიო სეზონი და 12 წელი ჩვენი ერთული მაყურებლის გვერდით.
ამ ხნის განმავლობაში არა ერთი საინტერესო გადაცემა ჩავწერეთ. პროფილი ერთ-ერთი პირველი სატელევიზიო შოუ იყო, რომელმაც მძიმე სოციაულურ თემებზე დაიწყო გადაცემების მომზადება, თემებზე, რომლებიც დღესაც აქტუალურია საზოგადოებაში. ხშირად ვხედავთ სოციალურ ქსელში ჩვენი ძველი გადაცემებიდან ამონარიდებს და ძალიან გვიხარია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პროფილის მრავალფეროვანი არქივიდან საინტერესო მონაკვეთები გაგიზიაროთ”.