„პროცესში სხვადასხვა ექსპერტული ჯგუფი მონაწილეობდა – ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ეფუძნება იმ საერთაშორისო რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ – გიორგი გოცაძე

-„ პროცესში სხვადასხვა ექსპერტული ჯგუფი მონაწილეობდა, თითოეულ ჯგუფს თავისი წვლილი შეჰქონდა გეგმის შემუშავების პროცესში.

შექმნილი იყო საკონსულტაციო სივრცე სხვადასხვა მიმართულების კუთხით, სადაც ხდებოდა შეჯერება. პირველი, ჩამოყალიბდა პრიორიტეტული ჯგუფები, რომელიც ასევე ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და არსებულ რეკომენდაციებს. შეთანხმებები მოხდა დამოუკიდებელ ექსპერტულ ჯგუფებთან, კლინიცისტებთან, ასევე, ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით. დანარჩენი მიმართულებით, ასევე დგას ამოცანა, რადგან,  გარემო ცვალებადია ვაქცინებთან მიმართებაში,ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა, მეტ-ნაკლებად სამივე ტიპის, ტემპერატურული რეჟიმი მაქვს მხედველობაში, ვაქცინა მიეღო. რა თქმა უნდა, ქვეყანას შეუძლია მიიღოს, ულტრასიცივეში შესანახი „ფაიზერის“ ვაქცინის დოზები.  ასევე, „მოდერნას“ დოზები ლიმიტირებული იქნება, მას დიდი დოზებით ვერ მიიღებს, უფრო უნდა მიიღოს ისეთი ვაქცინა, რომელსაც 2-8 გრადუსის ტემპერატურულ რეჟიმზე სჭირდება შენახვა, გეგმა ამას ითვალისწინებს.

გეგმა ეფუძნება იმ საერთაშორისო რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის გამოქვეყნებული, ვამბობ შინაარსობრივ ნაწილზე, თუ რას უნდა შეიცავდეს“, –განაცხადა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა, გიორგი გოცაძემ.

კომენტარები