„პურის ფასის შენარჩუნებისთვის ოთხთვიანი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს – არ დაუშვებს ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასის გაძვირებას, ამიტომ ტენდერში მეტი სუბსიდირების თანხა ჩაიდება“ – ლევან სილაგავა

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ განაცხადა:

-„ხორბლის ახალი პარტიების შემოთავაზება არის 270 დოლარი,  სექტემბერში 200 დოლარი იყო. ეს სერიოზული გაძვირებაა, თუ საექსპორტო ბაჟის გაორმაგებას ჩავთვლით, გაძვირების ეფექტით ერთი ტონა ხორბალი დაახლოებით 300 დოლარი იქნება.

რუსეთის მთავრობაში ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, -საექსპორტო საბაჟო გადასახადი გადაიხედოს და ერთ ტონაზე 25-დან 50 ევრომდე გაიზარდოს.

ამ ფაქტმა უკვე გამოიწვია სერიოზული რყევები საერთაშორისო ბირჟებზე, რადგან  საქართველო საერთაშორისო ბაზრებზეა მიბმული, ეს მისთვისაც დიდი გამოწვევა იქნება.

15 თებერვლიდან რუსეთი აწესებს კვოტირებას, ეს არის დაახლოებით 17 მლნ ტონის ფარგლებში. ანუ. იმ ქვეყნების გარდა, რომლებიც არ არიან საბაჟო კავშირის წევრები, ვინც გამოიტანს რუსეთიდან ხორბალს, ის გადაიხდის კვოტირების ფარგლებში ბაჟს 25 ევროს ოდენობით ერთ ტონაზე.

ეს დაანონსებული იყო ჯერ კიდევ ორი თვის წინ, ვრცელდება ახალი მოსავლის აღებამდე, ანუ, 2021 წლის პირველ ივლისამდე. თუმცა, დღესდღეობით რუსეთის მთავრობაში მიდის მსჯელობა იმაზე, -საექსპორტო საბაჟო გადასახადი გადაიხედოს და 50 ევრომდე გაიზარდოს. ამან უკვე გამოიწვია საერთაშორისო ბირჟებზე სერიოზული რყევები. ტრენდი არის სერიოზულად აღმავალი, ჩვენც საერთაშორისო ბაზრებზე ვართ მიბმული, – ეს ჩვენთვისაც სერიოზული გამოწვევა იქნება.

პურის ფასის შენარჩუნებისთვის ოთხთვიანი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს. სუბსიდირების პროგრამის პირველი ეტაპზე, პირველი დეკემბრიდან პირველი თებერვლის პერიოდში 10-ლარიანი სუბსიდირება საკმარისია, პურზე არსებული ფასი პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება.

25 იანვრისთვის უკვე უნდა გამოცხადდეს მეორე ტენდერი, – შემდეგ ორ თვეზე – თებერვალსა და მარტში პურის ფასი აგრეთვე შენარჩუნებული იყოს. სახელმწიფომ დაადასტურა, -არ დაუშვებს პურის გაძვირებას, ტენდერის პირობები გადაიხედება.

პროგრამის მოქმედება დაიწყო 2020 წლის პირველ დეკემბერს, გრძელდება პირველ პრილამდე. პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, – პურზე ფასი შენარჩუნებული იყოს, აქ საუბარია ყოველდღიური მოხმარების პურზე – ე.წ. ქარხნის პურზე და ბატონზე. პირველი 2- თვიანი პროგრამისთვის სახელმწიფომ გააკეთა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8 წისქვილკომბინატმა და 52 პურის ქარხანას აწვდიან ფიქსირებულ ფასად, 53 ლარად ფქვილს იმისთვის, – პური არ გაძვირდეს. სუბსიდირების პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყო პირველ დეკემბერს და მთავრდება პირველ თებერვალს, შესაბამისად, ამ პერიოდში 10-ლარიანი სუბსიდირება საკმარისია, პურზეც ფასი შენარჩუნებული იქნება პირველ თებერვლამდე. თუმცა, 25 იანვრისთვის უკვე უნდა გამოცხადდეს მეორე ტენდერი, -მთლიანი 4-თვიანი პროგრამის მეორე ტენდერით, შემდეგ ორ თვეზე – თებერვალსა და მარტში პურის ფასი აგრეთვე იყოს შენარჩუნებული.

თავისუფალ ბაზარზე გაძვირებიდან გამომდინარე, დღეს ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი არის 68 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, მომავალ 2-თვიან ტენდენციაში სუბსიდირების პროგრამისთვის 10-ლარიანი დაფინანსება აღარ ყოფნის. ამიტომ, ეს პროგრამა, რომელიც მუშაობს, დადასტურებულად პურის ფასს არ აძვირებს პირველ თებერვლამდე.

რაც შეეხება მეორე ტენდერის პირობებს, თუ ტენდერის პირობები არ გადაიხედა, სახელმწიფო არ წავიდა ამ კუთხით, რომ ტენდერის პირობები შეცვალოს, მაშინ ფასი იქნება საბაზრო და პურის ფასიც გადაიხედება. თუმცა, სახელმწიფომ გუშინაც, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გელა ხანიშვილის სახელით დაადასტურა, -სახელმწიფო არ დაუშვებს პურის გაძვირებას და გადაიხედება ტენდერის პირობები,  პური რომ არ გაძვირდეს, ტენდერში მეტი სუბსიდირების თანხა ჩაიდება. სავარაუდოდ, სუბსიდიის თანხა 15 ლარამდე გაიზრდება, რათა ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასი შენარჩუნდეს. ჩვენ ყველანაირი გათვლა გადავეცით უკვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს. საბოლოო გადაწყვეტილება არის ის,-პურზე ფასი არ უნდა გაძვირდეს, აქედან გამომდინარე, რა მიმართულებას, რა ტაქტიკას და რა მექანიზმს აირჩევს სახელმწიფო, მათი გადასაწყვეტია“.

კომენტარები