„პურს არაფერი სჭირდება? ეს კატასტროფაა -აგიტაცია მიდის, მთავარია, პური არ გაძვირდეს, ეს რა მიდგომაა?“ – თემურ ჭყონია

-„ოღონდ პური არ გაძვირდეს, – ეს სიღარიბის  მაჩვენებელია. პური ყოფილა გადამწყვეტი, ერთადერთი პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობის, ენერგიის, გამრავლების. პური თუ გაქვს, – მრავლდები, ჯანმრთელი ხარ, ბედნიერი ხარ, ცოლი მოგყავს, ქორწილებს იხდი. ამხელა აგიტაცია მიდის, რომ, მთავარია, პური არ გაძვირდეს. რა არის ეს, რა მიდგომაა? არ შეიძლება, კარაქი პურს ხანდახან გადავუსვათ? ან თაფლი, ან ყველი და პური რომ იყოს ერთად არ შეიძლება? პურს არაფერი სჭირდება? ეს კატასტროფაა, როდესაც სახელმწიფოს უზარმაზარი „მახინა”, სადაც ეკონომისტები არიან, ფიქრობენ იმაზე, – პური არ გაძვირდეს. პური გახადეს სიმბოლო ჩვენი ქვეყნის გადარჩენის.

ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სუბსიდირება და შეღავათი არ უნდა ხდებოდეს. საზოგადოებას პურის გარდა, სხვა რამეც სჭირდება“, – განაცხადა  ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ  „ბიზნესპარტნიორთან“.

 

კომენტარები