პუტინის გინებისთვის გიორგი გაბუნიას ძალიან დიდი ფული აქვს აღებული

სანდრო ბრეგაძე გიორგი გაბუნიაზე საუბრობს:  

„არსებობს ინფორმაცია, რომ პუტინის გინებისთვის გიორგი გაბუნიას ძალიან დიდი ფული აქვს აღებული, სავარაუდოდ თავად რუსეთისგან. გინებაში, რაღაც მარაზმში, რომელიც მან გააკეთა, საშინელება იყო არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ იქნებოდა ნათქვამი. ადამიანს, უკანასკნელ მტერს თუნდაც, გარდაცვლილი მშობლები არ უნდა შეუგინო. არსებობს სხვა მეთოდები, რომლითაც შეგიძლია იბრძოლო. ეს არც კავკასიელობაში არც ჰუმანიზმში და არაფერში არ ზის”.

ტელეკომპანია „რუსთავი-2″ – ის ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა.

კომენტარები