„პუტინის დავალებების შესრულების შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემას გულისხმობდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გადმოისროლეს.“ – დავით მარტიაშვილი

საქართველოს ვეტერანთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად უკრაინაში მებრძოლი ვიცე-პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი, სოციალურ ქსელში, უკრაინასა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს:

„ვფიქრობ, რომ უკვე ეჭვი აღარავის უნდა ეპარებოდეს და ყველა უნდა ხედავდეს სააკაშვილის ნამდვილ სახეს. ვინ არის სააკაშვილი? – „ადამიანი“ რამდენიმე სახით და გადაკეთებული გვარით?

წლების განმავლობაში ითმენდა უკრაინის ყოფილი პრეზიდნეტი პეტრო პოროშენკო ამ არაადამიანის, ვლადიმერ პუტინის გამოგონილი „მტრის“, მიხეილ სააკაშვილის ზაქეზებით, ურა პატრიოტებისგან დამცირებებს.

მე ადვილად არ დავნებდები. მაშინც კი, როცა სხვა დასაკარგი არაფერი მქონდა, ღირსებას ვინარჩუნებდი. დიდი ხანია, სააკაშვილის მსგავსი პუტინის მონის მიმართ, მადლიერების გრძნობა დავკარგე.

პუტინის დავალებების შესრულების შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიების რუსეთისათვის გადაცემას გულისხმობდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გადმოისროლეს.

ათასჯერ გავიმეორებ, რომ პოროშენკოს ერთადერთი დანაშაული ლოიალურობაა, რამაც ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი გააჩინა.

ახლა ლოიალურობა პოროშენკოს საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა და დღეს თავად დამნაშავეები საუბრობენ მის დასჯაზე.

აი თქვენი „დასავლელი“ და საამაყო „პოლიტიკოსი“ სააკაშვილი, რომელიც ხარობს არეულობით და რევანშით, გარდა ამისა, არასდროს თმობს ძალაუფლებას ნებით.

ამ არჩევნებმა კეთილი საქმე ნამდვილად გააკეთა, – ვლადიმერ პუტინის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიმართულ გეგმას, უკეთესად ვერაფერი გამოაშკარავებდა და გახეთქავდა.

არჩევნებმა ყველას ნიღაბი ჩამოხსნა და საკუთარი ადგილი მიუჩინა.

საერთოდ არ გამიკვირდება, თუ ხვალ სააკაშვილი აღიარებს იანუკოვიჩის ლეგიტიმურობას, დასკვნები თავად გააკეთეთ,“- წერს დავით მარტიაშვილი.

კომენტარები