პუტინი: ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-რუსეთის ურთიერთობები უარესდება

ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-რუსეთის ურთიერთობები უარესდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.
„ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიმართულებით უამრავი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი ურთიერთობები სულ უფრო და უფრო უარესდება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინი იმედოვნებს, რომ დიდი ოცეულის სამიტზე ამერიკელ პარტნიორებს შეხვდება.
„ვფიქრობ, გარდაუვალია, რომ მომავალში ჩვენ ურთიერთობებს აღვადგენთ ამ ყველაფრის შემდეგ“, – თქვა პუტინმა.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები