პუტინმა ინტერნეტში ნარკოტიკების პროპაგანდა აკრძალა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას დაავალა, შეცვალოს სისხლის სამართლის კოდექსის მიდგომა ინტერნეტში ნარკოტიკების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით. ამისათვის უკვე შესაძლოა, 10-დან 15 წლამდე პერიოდის განმავლობაში ციხეშიც აღმოჩნდეთ -აცხადებენ ფედერაციის საბჭოში.
აქამდე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იყო გათვალისწინებული ნარკომანიის პროპაგანდისთვის – ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 6.13-ე მუხლი – ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 5 ათას რუბლამდე; იურიდიული პირებისთვის – 1 მილიონ რუბლამდე.
პუტინის მითითებების ჩამონათვალი გამოქვეყნებულია კრემლის ვებსაიტზე, რომელთა მიხედვით, უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, რათა დადგინდეს არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების ან მათი ანალოგების მიმართ მიდრეკილებაზე ან მოხმარებაზე, ინფორმაციის და სატელეკომუნიკაციო ქსელ ინტერნეტის გამოყენებით ”.
ამ ბრძანების შესრულებაზე პასუხისმგებელია პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი, ხოლო, აღსრულების ვადაა 2020 წლის 10 იანვარი.