პუტინმა მერკელს ლუკაშენკოსთან დაკავშირება ურჩია

გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგელა მერკელმა დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რათა განეხილათ მიგრაციული კრიზისი პოლონეთსა და ბელორუსის საზღვარზე. ამის შესახებ დღეს, 10 ნოემბერს, ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, დეტალურად განიხილეს ბელორუსისა და ევროკავშირის საზღვარზე ლტოლვილების მდგომარეობა, „გამოითქვა შეშფოთება მიგრაციული კრიზისის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ“.

თავის მხრივ, მერკელმა ბელორუსის ხელისუფლების მიერ მიგრანტების არაადამიანური „ინსტრუმენტალიზაცია“ უწოდა და პუტინს სთხოვა რეაგირება მოეხდინა ამაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ანგელა მერკელს ურჩია ევროკავშირის ქვეყნებს უშუალოდ განეხილათ მინსკთან არსებული პრობლემები.
შეგახსენებთ, რომ მიგრაციული კრიზისი ბელორუსიასა და ლიტვა, ლატვიასა, პოლონეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე დაიწყო. ივლისის დასაწყისში ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი აღარ შეზღუდავს
არალეგალი მიგრანტებს ევროკავშირის საზღვრებისკენ სვლას, რადგან ევროკავშირმა ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.
ვითარება მკვეთრად გამწვავდა 8 ნოემბერს, როდესაც ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტთა დიდი კოლონა პოლონეთისა და ბელორუსის საზღვარს მიადგა და ძალის გამოყენებით შეეცადნენ საზღვრის კვეთას.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები