„პუტინს ადამიანის უფლებების ბოროტად გამოყენების საშუალებას არ მივცემთ“-ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, – რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას განახორციელებს, რათა მან ადამიანის უფლებებს პატივი სცეს.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში გაიმართება.

-„რამდენიმე კვირაში პრეზიდენტ პუტინს ჟენევაში შევხვდები, მკაფიოდ განვაცხადებ, – არ მოვითმენთ და მას ადამიანის უფლებების ბოროტად გამოყენების საშუალებას არ მივცემთ“, – განაცხადა  ჯო ბაიდენმა.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, -ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს ჯო ბაიდენი ბელარუსისა და უკრაინის საკითხს წამოწევს.

კომენტარები