პუფები

ბევრი იჯახირეს პარლამენტში არ შევალთო, ვინც შევა “პუფი” იქნება და ქართველი ხალხი თვალებში შეაფურთხებსო, თუმცა კოლექტიურმა ნატო ჩხეიძეებმა და მაჭუტაძეებმა თავის ბელად არ შემდგარ ჩეგევარასთან ერთად პარლამენტში შებნელ_შეეთრნენ.
პარლამენტს გარეთ, ხომ დააყარეს ქვეყანას ხეირი და ეხლა რაც გარეთ ვერ გააკეთეს სასესიო დარბაზიდან მოუნდათ იმის კეთება.
გუბაზმა ისე არ მოხდეს მე დავრჩე გარეთ და მაჭუტაძემ საპარლამენტო ხელფასი და პარლამენტარის სიკეთეები მიიღოსო ამიტომ პარლამენტში შეთრევის პირველივე მსურველებს ამოუდგა გვერდით და მათთან ერთად მწყობრი ნაბიჯით პარლამენტის გზას დაადგა თითქოს გუშინ არ გვიმტკიცებდა ეს პარლამენტი არა ლეგიტიმურიაო თურმე ჩვენს საპარლამენტო რესპუბლიკას და ჩვენს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაცია არ ჰქონია ნატო ჩხეიძის და ნიკა მაჭუტაძის გარეშე.
ტრიბუნიდან მათი ხმა თუ არ მოესმა ერს ჭირსაც წაუღია ეს წყეული დემოკრატია.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები