ჟიული შარტავას ბიუსტი, სენაკისა და რუსთავის შემდეგ, თბილისშიც განთავსდება

საზოგადო მოღვაწისა და ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი, სენაკისა და რუსთავის შემდეგ, თბილისშიც განთავსდება.
2019 წლის 7 მარტს გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა. დღესდღეობით, მისი ბიუსტები განთავსებულია ქალაქ რუსთავსა და სენაკში.

კახა კალაძე:

„ჟიული შარტავა იმსახურებს იმას, რომ მისი ბიუსტი არსებობდეს დედაქალაქშიც. ჟიული შარტავასთან ერთად, მე ვიტყოდი, გურამ გაბისკირიას ძეგლიც. ჩვენ ყველას გვახსოვს წუთები, როდესაც სოხუმი დაეცა და ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ბოლო გამოვიდნენ მთავრობის სახლიდან. ყველას გვახსოვს ის სიტყვები, როდესაც მათ ეუბნებოდნენ, დაიჩოქეთ და შეაგინეთ ქართველებსო. მათი პასუხი იყო – „არასოდეს ცხოვრებაში!“ ეს ადამიანები ჩვენგან ნამდვილად იმსახურებენ ამას. ჩვენმა მომავალმა თაობებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ჩვენი გმირების შესახებ“.

კომენტარები