ჟოზე მოურინიომ გაიხსენა მატჩი, რომლის შემდეგაც კარიერაში პირველად და ერთადერთხელ იტირა

„ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ წაგების გამო, ერთადერთხელ იტირა კარიერის მანძილზე.

  ეს მადრიდის „რეალის” მწვრთნელობისას მოხდა. 2011-12 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნის” წინააღმდეგ ნახევარფინალის შემდეგ.

მადრიდულმა კლუბმა მიუნხენელებთან პენალტების სერიაში წააგეს (3:3, პენალტებით – 1:3).

„ეს ფეხბურთია. რონალდო, კაკა, რამოსი – სამი მონსტრი, რომელიც არასოდეს იწვევდა ეჭვს. მაგრამ ისინიც ადამიანები არიან. იმ ღამით, ერთადერთხელ ჩემს სამწვრთნელო კარიერაში, მატჩის შემდეგ ვიტირე. კარგად მახსოვს ეს. თანაშემწე აიტორ კარანკასთან ერთად ჩემს სახლთან გავჩერდით. მანქანაში ვიტირეთ. ძალიან მძიმე იყო, რადგან იმ სეზონში საუკეთესოები ვიყავით”, – მოჰყავს მოურინიოს სიტყვები გაზეთ „მარკას”.

კომენტარები