ჟორიკა – პოლიტპატიმარი! ამისთვის ყველამ ყველაფერი გააკეთა! – იოსებ გოგაშვილი:

სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი ვიცე-შეფი, იოსებ გოგაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

– “ჟორიკა პოლიტპატიმარი‼️‼️‼️
ყველაზე კოშმარულ სიზმარში წარმოუდგენელი და ყველაზე უტოპიურ წარმოსახვაშიც კი შეუძლებელი ამბავი. თუმცა საქართველოში ყველაფერი მოსულა დღეს 🙁
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნაცები წარმატებულად ასრულებენ “თვითგათეთრების” მისიას, ხოლო დანარჩენები პასიურობით,უუნარობით,თუ მიზანმიმართულობით უწყობენ მათ ამაში ხელს.ხომ უნდა მოახერხო ეს და ფაქტიურად არაფერი არ გააკეთო იმისთვის, რომ პარტნიორებს მაგიდაზე დაუდო ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ ეს ძალა თავისი ლიდერების უმეტესობით და საქმეებით, არის ტერორისტული და კრიმინალური ორგანიზაცია. ( საკმარისზე მეტი არსებობს) კონკრეტულად ჟორიკას საქმენი საგმირონი,ხომ უმარტივესად დასამტკიცებელი იყო და ამ დროს რას მიაღწიეს❓
ყველამ ყველაფერი გააკეთა, რომ
ის დღეს გამხდარიყო პოლიტპატიმარი‼️
ჟორიკას ციხიდან გამოშვების გამო ევროპას და ამერიკას, რომ ალანძღინებ უამრავ ხალხს, შეაზიზღებ და სხვა მხარეს დააწყებინებ ყურებას, არის, თუ არა ეს შეფარულად( თუ ღიად რავიცი) რუსული პოლიტიკური ინტერესების წახალისება საქართველოში? რასაც ხმამაღლა აცხადებენ კიდევაც ჩვენი მეგობრებიც.
ამასობაში უმეტესობა პოლიტიკური პარტიებისა, ამ იწილო-ბიწილოში ფლანგავენ ხალხისთვის ძვირფასს დროს და ბიუჯეტის ისედაც მწირ სახსრებს, ხოლო მოსახლეობა ამ გაუთავებელი უბედურობით, სტრესით და გაჭირვებით ნაადრევად ბერდება, კნინდება და უკიდურესად ღატაკდება.
ეს უნდა დამთავრდეს!!!”
კომენტარები