ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას „ნუ გვესვრი!“ მართავენ (ვიდეო)

“ნუ გვესვრი” – მედიის წარმომადგენლები ამ ლოზუნგით მართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას და ჟურნალისტების უფლებების შელახვას აპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა. ქარტიის ინფორმაციით, გუშინ პარლამენტთან გამართული აქციის დარბევისას 32 ჟურნალისტი დაშავდა.

თბილისში მომუშავე ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და ხარაგაულშიც.

კომენტარები