„ჟურნალისტებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ-მასმედია იმდენად გაჯერებულია უარყოფითი ინფორმაციით,რომ ხალხს მომავლის იმედი“-ილია მეორე

-„ჟურნალისტებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ.
მე იმის მომხრე კი არა ვარ,რომ უარყოფითი მხარეები დავფაროთ,მაგრამ ჩვენი მასმედია იმდენად გაჯერებულია უარყოფითი ინფორმაციით,რომ ხალხს მომავლის იმედი ეკარგება.
ჩემი აზრით,ყველანაირი უარყოფითი მოვლენის შესახებ წერაც არ შეიძლება,რადგან უარყოფითი მოვლენები ხშირად მისაბაძი ხდება.
ხანდახან ამბობენ,ჟურნალისტები დაკვეთით წერენ,მუშაობენო.მაგალითად,როცა ვინმეს სხვა ადამიანის დამცირება უნდა,ჟურნალისტს მის საწინააღმდეგო სტატიას უკვეთავს.ღმერთმა დაგიფაროთ ასეთი საქმისაგან.ეს არის სულის გაყიდვა.
როცა უარყოფით ინფორმაციაზე არავინ რეაგირებს,გამოდის,რომ საზოგადოება ღებულობს ამას.განა ასე შეიძლება?”
/უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.სიტყვა,წარმოთქმული მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საპატრიარქოში.2003წ/
კომენტარები