ჟურნალისტზე თავდამსხმელი ზონდერი შეიძლება სასამართლოს ნაცვლად, პარლამენტის სკამზე ვიხილოთ? – ზაზა დავითაიას სკანდალური განცხადება:

– „ქართული ოცნება / Georgian Dream,
ასევე, საქართველოს მთავრობა– საჯაროდ მოგმართავ!

ჟურნალისტური მოვალეობის აღსრულების დროს, კონკრეტულმა ზონდერებმა, დავით ნაფეტვარიძემ და ირაკლი კიკნაველიძემ 30-მდე ტელეკამერის წინ მე, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ხელი შემიშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, შემაწყვეტინეს მწვავე კითხვების დასმა და ძალის გამოყენებით გამათრიეს რესპონდენტის – შალვა შავგულიძისგან. ეს მოხდა შარშან, აპრილში.
პოლიციამ აშკარა დამნაშავეების ნაცვლად, დამაკავა მე, ჟურნალისტი ზაზა დავითაია. დამადო ხელბორკილები და მოგვიანებით, სასამართლომ მომისაჯა 1000 ლარი ჯარიმა, რაზეც მე ბოლომდე ვიბრძოლე, გავასაჩივრე გადაწყვეტილება, გავიმარჯვე სასამართლოში და გადახდილი (ვისესხე და ისე გადავიხადე ჯარიმა!) თანხა უკან დავიბრუნე!

სამართალდამცველები მეუბნებოდნენ, რომ ზონდერები თავის წილ სასჯელს მიიღებდნენ, მაგრამ აგერ, წელიწადზე მეტია – ისინი დაკითხულნიც არ არიან!
არ გამოვრიცხავ, რომ “ევროპულმა საქართველომ” ეს ნაძირლები – დავით ნაფეტვარიძე და ირაკლი კიკნაველიძე – პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატებადაც წარადგინოს!

საჯაროდ გეკითხები, ხელისუფლებავ:

  1. რატომ გაქვს ქვეყანაში დამყარებული ფარდობითი “სამართალი”?
  2. რატომ ვერ მოახერხე, აქამდე დაკითხვაზე მაინც მიგეყვანა აშკარა დამნაშავეები, (“ევროპული საქართველოს” ლიდერები – ზ.დ.) რომლებმაც ჩემს მიმართ დანაშაული ჩართული 30 ტელეკამერის და მინიმუმ 100 ჟურნალისტის თვალწინ თავხედურად ჩაიდინეს?
  3. რა ბედი ეწია ნაფეტვარიძის და კიკნაველიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს?
    რა ვერ გამოიძიეთ აქამდე – კადრებში ხომ ყველაფერი აშკარად ჩანს???
  4. იქნებ, საჯდომი არ გყოფნით, პასუხი აგებინოთ დღისით, მზისით, 300-მდე ადამიანის და 30-მდე ჩართული ტელეკამერის წინაშე ჟურნალისტის წინააღმდეგ “ევრონაც” მოძალადეებს, რომელთაც ჩემი მწვავე კითხვები არ ეპიტნავათ და ჩათვალეს, რომ ადგილიდან ჩემი გათრევის და ადგილზე ჟურნალისტის ცემის უფლება აქვთ???
  5. ეს ვიდეოკადრები რად არ აჩვენეთ ნაცების და ევრონაცების ლობისტ აშშ კონგრესმენებს და ევროპარლამენტარებს???
  6. როდემდე უნდა ირღვეოდეს ჩემნაირი, უბრალო ადამიანების უფლებები ამ ქვეყანაში, ნაც-ზონდერების წინაშე რევერანსების ხარჯზე?
  7. აშკარა დამნაშავეებს და ზონდერებს (კადრებში ყველაფერი მკვეთრად ჩანს!!!) გზას რად უკვალავ პარლამენტისკენ?
    რატომ ეხმარები და მფარველობ მათ, ხოლო ჩემს უფლებებს აიგნორებ???

არაფერი შეგეშალოს, ხელისუფლებავ!
მე თავს არ დაგაჩაგვრინებ არც შენ და არც ზონდერებს!

მეტიც არ მინდა – ნაფეტვარიძე ან კიკნაველიძე პარლამენტში წამოიპლაკოს…

ხომ არ გგონიათ, გამაჩუმებთ?

დაუყოვნებლივ შემატყობინეთ, რა სტადიაზეა ჩემზე, ჟურნალისტზე – 2019 წლის 18 აპრილს საჯაროდ თავდამსხმელი ევრონაცების საქმის გამოძიება!!!

დასაჯეთ დამნაშავეები, ან არადა, არჩევნებზე ქართველი ხალხი დაგსჯით თქვენ!!!

გულწრფელად – თქვენი ზაზა დავითაია

 

 

კომენტარები