ჟურნალისტი ზაზა დავითაია მის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავს:

ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ  გამოსაქვეყნებლად გადმოგვცა  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის განკუთვნილი განცხადება, რომელშიც იმ ძალადობის ფაქტების აღკვეთას მოითხოვს, რაც მასზე, როგორც ჟურნალისტზე ამჟამად ხდება:

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს!

მოქ. ზაზა დავითაიას

 განცხადება

– მოგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში,“ სხვადასხვა კონკრეტული მომხმარებლის მხრიდან 12 ივლისს გამოქვეყნებულ ჩემს საჯარო პოსტზე (https://www.facebook.com/zazdavitaia/posts/4142704692479418) – კომენტარების სახით გავრცელდა  ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია ჩემს მიმართ ძალადობის ფაქტი, რაზეც გამოძიებამ მცნო დაზარალებულად, ხოლო დანაშაულში მხილებული ა.კ. – ს მიმართ დადგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, სადაც აღნიშნულია რომ:

“ა.კ. – მ ჩაიდინა ადამიანის დევნა აზრის, მის საზოგადოებრივ და პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით” 

გაცნობებთ, რომ „ფეისბუქში“ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელიც წარმოადგენს „განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს“ – გამოძიების მიერ სხვადასხვა დროს გადაეცათ ბრალდებულებს და მათ ადვოკატებს, რისი გამოყენებაც ამჟამად ხორციელდება სოციალური ქსელის მეშვეობით – ჩემი პატივისა და ღირსების შელახვის მიზნით.

ამდენად, ჩემს მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობა გადაიზარდა ახალი სახით ძალადობაში, რომელიც დღემდე გრძელდება!

გთხოვთ, ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე მოახდინოთ კანონის შესაბამისი რეაგირება!”

 

– წერია ზაზა დავითაიას განცხადებაში 

 

კომენტარები