ჟურნალისტს იოლანდა ამადეოს პირდაპირ ეთერში თავზე ლემური შეახტა და პარიკი მოაძრო
ჯორჯიის შტატში, ტელეარხის WALB-ის ჟურნალისტს იოლანდა ამადეოს პირდაპირ ეთერში თავზე ლემური შეახტა.
ამ ინფორმაციას გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
ამადეოს სტუმრად კონტაქტური ზოოპარკის წარმომადგენელი ჰყავდა. ხელში ლემური ეკავა. ლემური ჟურნალისტს შეახტა, პარიკი მოაძრო და ისევ ზოოპარკის წარმომადგენელთან დაბრუნდა.