ჟურნალისტ ნათია ბერიძეს ნაცები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

ჟურნალისტი ზაზა დავითაია ტელეკომპანია რუსთავი-2 – მიერ ნათია ბერიძის პირადი მონაცემების გასაჯაროვებას გმობს და საზოგადოებას ნათია ბერიძის თანადგომისკენ მოუწოდებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნათია ბერიძე ის ჟურნალისტია, რომელმაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების საიდუმლო თათბირის ჩაწერა შეძლო, როცა ისინი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ. ამჟამად, ნათია ბერიძე ნიკა მელიას წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მოწმეა, ხოლო მისი ჩვენება “რუსთავი-2”-ს ხელთ ჩაუვარდა და გაასაჯაროვა, რის შედეგადაც ნათია ბერიძის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ის აცხადებს, რომ პირად ჩათში, ასევე სატელეფონო ზარების საშუალებით, მას სიცოცხლის მოსპობით უკვე უამრავი ადამიანი დაემუქრა. – “რუსთავი-2, ჰაუუუ!
ჟურნალისტ ნათია ბერიძის პირადი მონაცემები რომ გაასაჯაროვეთ მისგან დაუკითხავად – ეს ჟურნალისტურ ეთიკას შეესაბამება? ეს დასაშვებია თქვენთვის??? ვითომ, რაო, ამ გოგოს მიუქსიეთ ნაცები და კრიმინალები?
არაფერი დაემართოს, ერთი თმის ღერიც არ ჩამოუვარდეს, თორემ აი, მერე ნახეთ თვენი წიოკი!
ჟურნალისტებო! მოგიწოდებთ, დაგმოთ ნათია ბერიძის მიმართ დაწყებული შანტაჟის პოლიტიკა! მას უკვე ემუქრებიან და ურეკავენ სხვადასხვა ჯურის კრიმინალები და ეს ინერცია სწორედ, რუსთავი-2 – მა გამოიწვია!

ჟურნალისტი ნათია ბერიძე

ხალხნო, როდემდე უნდა ბნელოდეს? ცალმხრივად, როდემდე უნდა გასდიოდეთ ძალმომრეობა? დავიცვათ, ეს გოგო, თორემ ხვალ საფრთხე ჩვენი ოჯახების თითოეულ წევრს დაემუქრება! ერთად დავდგეთ და ჩავაკმენდინოთ ტურებს, წკავწკავის ხმა!

მეგობრებო, გააზიარეთ ეს პოსტი! კმარა დუმილი!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზაზა დავითაია და სამოქალაქო საზოგადოებას ნათია ბერიძის დასაცავად მოუწოდებს.

კომენტარები