ჟურნალისტ სოფია რაჭველის დამაფიქრებელი პოსტი – “არავის არ გაუვა, ემიგრანტებით მანიპულირება და თამაში!”
– “სიტყვის თავისუფლება…
ადამიანები ხშირად გვმოძღვრავენ და გვეუბნებიან რომ გვაქვს სიტყვის თავისუფლება და თუ საკუთარ აზრს ღიად დააფიქსირებ ეს პრობლემა არაა..
მაგრამ… არსებობს კატეგორია (ჭ) რომელიც იძახის ამას, ოღონდ თუ ეს სიტყვის თავისუფლება მისთვის მიუღებელია.. მაშინ სოციალურ ქსელში გბლოკავს, გლანძღავს და ცდილობს კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოგასიოს გასალანძღად. ))
ესეიგი რა გამოდის? სიტყვის თავისუფლება არ არსებობს.

სოციალურ ქსელში არის მრავალი ჯგუფი, ერთ-ერთი ჯგუფია ასოციაცია ქართველები საფრანგეთში, საკმაოდ დიდი ჯგუფია მაგრამ რა ხდება.. ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება ღიად გამოთქვან თავიანთი აზრი, თუნდაც კომენტარი გააკეთონ ეგრევე გბლოკავს ადმინისტრაცია, რათქმაუნდა ეს კომენტარი მათ ინტერესებში თუ არ შედის!

იურიდიულ კონსულტაციებს ფასები რომ ადევს ამასაც ქველმოქმედებას ეძახიან.
თარგმნა წუთი 0.80€ ესეც ქველმოქმედებაა,

ანუ ეს ჯგუფი ემსახურება რას? მხოლოდ მის თავს და ინტერესებს!
როცა ასოციაცია ხარ და ემიგრანტებს იყენებ სწორედ იმ ემიგრანტებისთვის უნდა იმუშაო თან უფასოდ! თუ უფასოდ არ შეგიძლია მაშინ აღარ დაიბრალოთ ქველმოქმედება. ან აკეთეთ რაც გინდათ ახვებს ნუ იშლით ხელს გააკეთონ სუფთად სიკეთე!

1თვის წინ გაკეთდა ჯგუფი, ძალიან კარგი ახალგაზრდა იურისტის მიერ, რომელიც სრულიად უფასოდ ეხმარება საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს ნებისმიერ კონსულტაციის მიღებაში რომელიც ეხება ჯანმრთელობას, საბუთებს, ბინადრობას და ა.შ.
“ქართველები საფრანგეთში G.F.D – Géorgiens en France”
ჯგუფს თავდაპირველად ერქვა ქართველები საფრანგეთში თქვენი უფლებები, ამის გამო ჯგუფი დაარეპორტეს. დაარეპორტა იმ ჯგუფმა რომელიც თავშივე მოვიხსენიე, რატომ? იმიტომ რომ ერთი სახელი გვაქვსო))) სინამდვილეში სახელებში დიდი განსხვავებაა და არამარტო სახელებში, იდეოლოგიურადაც.უბრალოდ არ აწყობთ ჩვენი ჯგუფის არსებობა.

Lasha Bolk
რისი თქმა მინდა ამით)) მე ხომ მაიძულეს ამ უსამართლობის ფონზე სამი ჯგუფის ადმინობა. )) იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ გავატარებ არასწორი ადამიანების ქმედებებს!! ნურც ჩემს არასწორ საქციელს ნუ გაატარებთ!!
უბრალოდ ერთი რამ დაიმახსოვრეთ არასოდეს არავის არ გაუვა, ემიგრანტებით მანიპულირება და თამაში. გაჭირვებული ემიგრანტების გამოყენება. მითუმეტეს საფრანგეთში… რამდენი მკურნალობას გადის ექიმებში დადის და ვიღაც ჯგუფით მობლატავე ქართველი თანხებს ითხოვს თარგმანში. მოდი რა არ ახსენოთ საერთოდ ქველმოქმედება და ხალხმა დაწეროს თქვენზე თუ როგორ დაეხმარეთ მათ.. ასევე ასეთმა ადამიანებმა შეიგნონ ის რომ ეს სოციალური ქსელია და არა თქვენივე ლიცენზირებული დაწესებულება.
ჩვენს ჯგუფებში მიიღებთ ყველა კონსულტაციას უფასოდ რაც თქვენ გჭირდებათ საფრანგეთში!
ემიგრანტები საფრანგეთში
ქართველები საფრანგეთში თქვენი უფლებები
პ.ს. ჩემთან სიფრთხილით, შეიძლება შუტკებში ჩაგაგდოთ
“

– წერს ემიგრაციაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი, სოფია რაჭველი
კომენტარები