ჟღერდებოდა სხვადასხვა ვერსიები ალტ ინფოსა და სილქნეტს შორის მიმდინარე პროცესზე და ვფიქრობ – კონსტანტინე მორგოშია

ჟღერდებოდა სხვადასხვა ვერსიები ალტ ინფოსა და სილქნეტს შორის მიმდინარე პროცესზე და ვფიქრობ კარგი იქნება საზოგადოება საქმის კუსრსში ჩავაყენოთ, თუ რეალურად რა მდგომარეობაა. პირველი რაც უნდა აღინიშნოს, ისაა რომ ალტ-ინფომ საჩივარი გამოიტანა მარეგულირებელი კომისიიდან რომელიც სილქნეტის წინააღმდეგ იყო შეტანილი და რომლითაც მასთ ქერის პრინციპის შესრულებას და ჩვენს სილქნეტის საკაბელო ქსელში ჩართვას ვითხოვდით. ამის წინაპირობას წარმოადგენს პირადი კომუნიკაცია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მივედით შეთანხმებამდე, რომ ტექნიკური პრობლემები რომლებიც ხელს უშლიდა ალტ-ინფოს ქსელში გაშვებას უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება და შემოდგომაზე განახლებული ალტ-ინფო მათ შორის სილქის საკაბელო ქსელშიც ჩაირთვება. უნდა აღინიშნოს რომ ამ შეფერხებას, საჯარო სივრცეში განხილვისას ხშირად აკავშირებდნენ ალტ ინფოს ეთერში გასულ ინტერვიუსთან, სადაც ქალბატონმა თორაძემ მისი ოჯახის ტრაგედიაში მათ შორის სილქნეტის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილიც დაადანაშაულა. ამაზე უნდა ვთქვა რომ ჯერ ერთი პირადული გიორგი რამიშვილთან არც გვაქ და რომც გვქონდეს ჩვენ მთავარი არხი არ ვართ რომ ტელევიზია პირადი ანგარიშსწორების მექანიზმად ვაქციოთ. ამდენად ამგვარი სპეკულაციები უაზრობაა. რაც შეეხება თორაძის ინტერვიუში გაჟღერებულ ინფორმაციას, ჩვენ ამას ვერც უარვყოფთ და ვერც ვადასტურებთ. ჩვენი საქმეა სხვადასხვა რესპოდენტს საუბრის საშუალება მივცეთ და ალტერნატიული ინფორმაციის გაჟღერების პლატფორმა ვიყოთ. დანარჩენი უკვე მედიის საქმე არ არის.
წერს – კონსტანტინე მორგოშია

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები