რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გორგასლიძე თანამდებობიდან გადადგა

 რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა.

საქართველოს რაგბის კავშირისთვის მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, გიორგი გორგასლიძეს უნდა  ეხელმძღვანელა, მომავალ არჩევნებამდე (რომელიც წლის ბოლოს გაიმართება), თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო, ისიც გადადგა.

გიორგი გორგასლიძე აქამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა.

 გიორგი გორგასლიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე გოჩა სვანიძე შეცვალა. 

ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება რაგბის სამყაროში არსებული კრიზისი დასახელდეს, რომლის გამოც დიდი 10-ის განახლება ვერ მოხერხდა.

გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი 30 ივლისს დატოვა. 

გამგეობის წევრებმა გოჩა სვანიძის განცხადება გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილეს, უფლებამოსილება შეუჩერეს.

 მიზეზად ქართული რაგბის სამყაროში არსებული კრიზისი დასახელდა. კერძოდ, ის, რომ ვერ მოხერხდა საქართველოს ჩემპიონატის განახლება.

2016 წელს გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე გია ნიჟარაძე შეცვალა. 

კომენტარები