რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს

რაგბის კავშირს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ირაკლი აბუსერიძე უხელმძღვანელებს.

არჩევნებზე ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა აიღო, ხოლო 10 ხმა გოჩა სვანიძემ.

რაგბის კავშირში 43 ხმის უფლების მქონე დელეგატი გამოცხადდა და დღევანდელი არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვლება.

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე კლუბებმა სამი კანდიდატი წარადგინეს: ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე. დღევანდელ არჩევნებს კი მხოლოდ ორი წევრი, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე ესწრებიან.

კომენტარები