რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს

რაგბის კავშირის გამგეობამ პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე 42 ხმით აირჩია. იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, თუმცა ირაკლი აბუსერიძის მომხრეები არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

-„ყველას ვულოცავ, მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი. გარეთ იყო გაუგებრობა. ვნებები ჩაცხრება და სწრაფად დავიწყებთ გეგმების განხორციელებას“, – განაცხადა  სოსო ტყემალაძემ.

წინასწარი ინფორმაციით, რაგბის კავშირის ვალი დაახლოებით, 5-6 მლნ ლარია. უნდა ჩავიხედო, რა ხდება ფინანსებში.  დამტკიცებული ბიუჯეტი 17,5 მლნ ლარია. მოთხოვნა იყო 40 მლნ., შემდეგ 26 მლნ. ლარზე ჩამოწიეს. ისიც არ არის დაკმაყოფილებული. ნაკრებმა თამაშები დაიმატა. კლუბებში პრობლემებია – ამ სიტუაციიდან სწრაფად უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა   სოსო ტყემალაძემ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

დღეს „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზთან, სადაც რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა უნდა გაიმართოს, პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, სოსო ტყემალაძეს მოწინააღმდეგეები სიტყვიერად  დაუპირისპირდნენ.

კომენტარები