რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს – მის სიცოცხლეს

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში სროლა იყო.

-„დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, „შვიდკაცა“ ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელი თანამშრომლობს პოლიციასთან. მომხდარი სხდომასთან დაკავშირებული არ ყოფილა.

ეს კაცი მოვიდა შემთხვევით.  სავარაუდოდ, ვიღაცასთან პირადი დაპირისპირება ჰქონდა,დაპირისპირებას შეესწრო აღნიშნული პირი. დანარჩენი მე თვითონაც არ ვიცი. ჭრილობა მიყენებული აქვს ფეხში, სავარაუდოდ გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი. მიმდინარეობს გამოძიება. ჯერ დაკავებული არავინ არის“, – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, „შვიდკაცა“ ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ დაჭრა.

-„ინციდენტს არ შევსწრებივარ, ვადასტურებ, კავშირის შენობაში სროლა მოხდა. შენობაში მყოფი პირები მყისიერად დაუკავშირდნენ პოლიციას, მიმდინარეობს გამოძიება, მთელი პერსონალი ითანამშრომლებს გამოძიებასთან.  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ვისაურებ“, – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა.

 

კომენტარები