რაგბის კავშირს მომდევნო ოთხი თვე გიორგი გორგასლიძე უხელმძღვანელებს

 საქართველოს რაგბის კავშირს მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, გიორგი გორგასლიძე უხელმძღვანელებს.  გიორგი გორგასლიძე აქამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა.

გამგეობის წევრებმა გოჩა სვანიძის განცხადება გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილეს, უფლებამოსილება შეუჩერეს.

 უახლოეს მომავალში შეიქმნება კრიზისული მართვის სათათბირო საბჭო, რომლის შემადგენლობისა და წევრთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია კონსულტაციების შემდეგ გავრცელდება. რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში, ან დეკემბერში გაიმართება. 

გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი 30 ივლისს დატოვა. 

 მიზეზად ქართული რაგბის სამყაროში არსებული კრიზისი დასახელდა. კერძოდ, ის, რომ ვერ მოხერხდა საქართველოს ჩემპიონატის განახლება.

2016 წელს გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე გია ნიჟარაძე შეცვალა. 

კომენტარები