რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო „ბოინგი 737“-ის ნამსხვრევები ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს
რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო „ბოინგი 737“-ის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს.
ამის შესახებ Stuff-ი წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მეთევზეებმა წყალში კაბელები და მეტალის ნაწილები იპოვეს.
ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო ბოინგი, რადარებიდან გაუჩინარდა.