„რავის უნდა მივცეთ იმის უფლება – ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე, როცა მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების უკანონო დატაცება ხდება“ – კახა კალაძე

-„ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე, როცა მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების უკანონო დატაცება ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ეს არც ჩემია, არც თქვენი. ეს სახელმწიფოს საკუთრებაა და არავის უნდა მივცეთ იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი მიიტაცოს. იმ ადამიანებს რა პასუხს ვცემთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება?! მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას, რომ დღეიდანვე დაიწყონ ქმედებები. ვიცი, რომ რამდენიმე კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაფრთხილება აქვს მოსახლეობას მიღებული, რომ იმ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი თავადვე განახორციელონ. თუ ეს ვერ მოხდება, დემონტაჟს მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.
 მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ვაკის მოსახლეობას, რომ ვინც ვერ მოახერხა დარეგისტრირება ავტომობილების, იმისთვის, რომ მათ ისარგებლონ უფასო პარკირებით, დროულად მიმართონ ადგილზე არსებულ მუნიციპალურ პავილიონებს. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში არიან კონკრეტულ ლოკაციებზე და მაქსიმალურად ეხმარებიან მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში. ამ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ განთავსებული მუნიციპალური პავილიონების მეშვეობით მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ყველანაირი სერვისით, რაც უკავშირდება პარკირებას, რეგისტრაციას, საფასურის გადახდას.
 შემდეგი ტერიტორია, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, იქნება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები. პრინციპი და წესები იგივე იქნება – მოსახლეობამ უნდა დაარეგისტრიროს თავისი ავტომობილები და მათთვის პარკირება, რა თქმა უნდა, უფასო იქნება. სხვა მოქალაქეებისთვის, მომსვლელებისთვის პირველი 15 წუთი იქნება უფასო, შემდეგ კი უკვე ჩაირთვება ღირებულება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება უფასოა, რათა წავახალისოთ ელექტრომობილების არსებობა ქალაქში. ეს პროცესი საბურთალოს რაიონში, კონკრეტულად ამ გამზირებზე, დაიწყება მას შემდეგ, რაც მუნიციპალური პავილიონები ვაკის რაიონში მოიხსნება. დამატებით ინფორმაციას მომდევნო მთავრობის სხდომაზე მოგაწვდით და გეტყვით ზუსტ თარიღებს, თუ როდიდან ამოქმედდება პარკირების ეს სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებსა და მიმდინარე ქუჩებზე.
 რატომღაც, ყოველი წლის ბოლოს, მიზანმიმართულად ხდება ოპონენტებისგან მცდელობა, რომ ახალი ბიუჯეტის წარდგენა საკრებულოში წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს, დავიღუპეთ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მცირდება და ა.შ. ამაზე გაკეთდა განმარტებები, თუმცა მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნა, რომ ეს თანხა – 840 მილიონი ლარი, რომელიც გაიგზავნა, არის პირველადი ბიუჯეტი. ჩვენ, ყოველ წელს, ცენტრალური ხელისუფლებისგან გვაქვს მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ მხოლოდ მუნიციპალიტეტის შემოსავლებით ვერ შევძლებთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს ვუპასუხოთ, რაც გვაქვს. ამისთვის გვჭირდება ხოლმე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი ბიუჯეტი პირველადთან შედარებით იქნება განსხვავებული, უფრო მეტი და შეგვეძლება მეტი პროექტის განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და სხვა საჭიროებებს.
 ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ყველა ხედავს, რამდენი სკვერი თუ გზაგამყოფი მოეწყო, რამდენი პარკი რეაბილიტირდა. სადაც შესაძლებელია, ყველაფერს ვამწვანებთ. ყველაზე მეტად, რაც დღეს ჩვენს ქალაქს სჭირდება, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე აისახება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების არსებობა, მოწესრიგება და განახლება. დღეს კიდევ ერთ პროექტს წარმოგიდგენთ – გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე, განათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყო. პარკში სხვადასხვა სახეობის 484 ხე და 62 ძირი ბუჩქი დაირგო“, – განაცხადა ქალაქის მერ,ა კახა კალაძემ.

https://fb.watch/1-djYplzTd/

კომენტარები