რამაზ ზოიძემ და ლაშა გობაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ლიცენზიები მოიპოვეს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ორმა ქართველმა სპორტსმენმა – რამაზ ზოიძემ (-67 კგ) და ლაშა გობაძემ (-87 კგ) ტოკიოს ოლიმპიადაზე ლიცენზიები მოიპოვეს.

ბუდაპეშტში გამართულ ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე ორივე ფალავანმა თავიანთ წონით კატეგორიაში შეჯიბრების ფინალში იჭიდავა, ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ზოიძემ თავის ორთაბრძოლაში სომეხი სლავიკ გალსტიანი დაამარცხა (10:1), გობაძემ რუს მილად ალირზაევს სძლია (9:5).

ბერძნულ-რომაული სტილით კიდევ ორმა მოჭიდავემ – ირაკლი ძიმისტარიშვილმა (-60 კგ) და გელა ბოლქვაძემ (-77 კგ) ფინალამდე ვერ მიაღწიეს, ჯერჯერობით ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიების გარეშე რჩებიან.

კომენტარები