„რამდენადაც უკმეხი განცხადებები არ უნდა აკეთოს ბოკერიამ თუ სხვამ, ეს აზრი არსებობს და იატაკქვეშ ვერ დაიმალება“

გია ვოლსკიმ განაცხადა:

„არსებობს ადამიანთა ერთი ჯგუფი, ვისაც სწორად არ მიაჩნია ისეთი ურთიერთობების პროპაგანდა, რომელიც გარკვეულ ტრადიციას უკავშირდება, რითაც საქართველო დღემდე მივიდა.

მეორე ჯგუფი, ვისაც მიაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი თემა და მოვლენა და შეიძლება ფილმიც გადაიღო, თუნდაც, ტრადიციული ქართული ცეკვის გამოყენებით. ეს ორი აზრი არსებობს, ეს მოცემულობაა და რამდენადაც უკმეხი განცხადებები არ უნდა აკეთოს ბოკერიამ თუ სხვამ, ეს აზრი არსებობს და იატაკქვეშ ვერ დაიმალება“.

ოპოზიციონემა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა:

„ყველა ჯგუფი და მათ შორის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, არის ჩვეულებრივი პროპუტინისტური ფაშისტი და საქართველოს თავისუფლების მტერი.

ეს ხალხი ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად გათავხედდა“.

 

კომენტარები