„რამდენიმეს გაგეღიმათ. მე მესმის ამ ღიმილისაც, ეს უფრო სიმწრის ღიმილია“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ  პარლამენტში, მმართველ გუნდს მიმართა:

„რამდენიმეს გაგეღიმათ, ეს არ არის გულრწფელი ღიმილი, უფრო სიმწრის ღიმილია.

დიდი დრო არ დარჩა იქამდე, სანამ პარლამენტშის შენობაში ქართველი ხალხის ნება და სურვილი შევა.

მივესალმები მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც თვალყურს ადევნებს დღევანელ სხდომას. ბევრი დრო არ დარჩა, როდესაც აქ, ამ შენობაში, ამ დარბაზში სანოტარო ბოუროს ნაცვლად, განთავსდება საქართველოს პარლამენტი. ქართველი ხალხის ნამდვილი წარმომადგენელი და რა თქმა უნდა, საქართველოს ის პარლამენტი, რომელიც ჩვენი ეროვნული ორგანო იქნება და არა რომელიმე ოლიგარქის ხუშტურებს დამორჩილებული, ღირსებააყრილი, რაღაცა კანტორა. სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი დაიბრუნებს  საქართველოს პარლამენტს. აქ სუვერენული ხალხი, შემოვა როგორც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. შემოვა, როგორც ამ ქვეყნის მომავლის უპირველესი განმსაზღვრელი. დიახაც, რამდენიმეს გაგეღიმათ, მაგრამ მე მესმის ამ ღიმილისაც, ვინაიდან ეს არ არის გულრწფელი ღიმილი, უფრო სიმწრის ღიმილია. იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხის ძალაუფლება და ნება საქართველოს პარლამენტში, ვიდრე თითოეულ თქვენგანს ეს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოუდგენია. დღეს საქართველოში დასრუებული სახე მიეცა რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას და რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, გამოიხატება ქართული სახელმწიფოს მკვლელობით. საქართველოს მოქალაქის თავისუფლებისა და სახელმწიფოს თავისუფლების მკვლელობის სახელით და ივანიშვილი თქვენი მეშვეობით სწორედ აყალიბებს და განამტკიცებს რუსულ რეჟიმს. დიახაც მტკივნეულია ამის მოსმენა, მაგრამ ეს არის ფაქტი, რითაც თქვენ კიდევ ერთხელ ფეხქვეშ თელავთ ქართულ სახელმწიფოს, მის სადამფუძნებლო ღირებულებებს, მის კონსტიტუციას, ღირებულებებს, დაწერილ თუ ტრადიციულ კანონებს, მის მოქალაქობრივ უფლებებს“.

 

კომენტარები