„რამდენიმე თვის წინაც დავწერე და კიდევ ვიმეორებ, აუცილებლად უნდა შეიქმნას ანტიკრიზისული პლატფორმა“ – კოტე იანთბერიძე

-„რამდენიმე თვის წინაც დავწერე და კიდევ ვიმეორებ, აუცილებლად უნდა შეიქმნას ანტიკრიზისული პლატფორმა, ბაზა, სადაც მობილიზებული იქნება ჩვენი მოქალაქეების რესურსები, უნარები და შესაძლებლობები, სადაც მოქალაქეები, მოხალისეები დარეგისტრირდებიან კატეგორიების მიხედვით:
1. რა საქმის შეთავსება შეუძლია, რა ხნით, რომელ უბანზე და ა.შ.
2. რა ხელობა იცის, რითაც შეუძლია სხვას დაეხმაროს უანგაროდ, თუნდაც ცოტა ხნით;
3. რა მხრივ შეუძლია სხვისი გადამზადება;
4. რა მხრივ სჭირდება, რომ სხვამ გადაამზადოს;
5. რა შეუძლია ათხოვოს ან გააჩუქოს;
6. რომელ უბანში შეუძლია მაგალითად, პირველადი დახმარება, რომ შესაბამის უბანში დარეგისტრირებულებმა იცოდნენ ასეთი მეზობლის არსებობის შესახებ;
და ა.შ.
სწორ დროს სწორ ადგილას სწორი ადამიანის ყოფნით ძალიან ბევრი საქმე გაკეთდება და ბევრი პრობლემა გადაიჭრება. ეს არის ხალხში გაბნეული ძვირფასი რესურსი, გონებრივი, ფიზიკური… რომელსაც მობილიზება სჭირდება ერთ პლატფორმაზე.
ამის იდეის განხორციელება სახელმწიფოსთვის მარტივია და ძალიან პროდუქტიული.
განხორციელების შემთხვევაში, მზად ვარ ჩავერთო დისტანციურად, დეტალების და ნიუანსების დონეზე.
ეს იქნება ძალიან კარგი და საჭირო (ჭირის პირდაპირი გაგებით) საქმე“
კომენტარები