რამდენიმე ქალაქში სკოლები მთლიანად დისტანციურზე გადავიდა – 1500 სკოლაში იყო

მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა.

ქვეყნის მასშტაბით 1500 სკოლაში იყო საარჩევნო უბანი მოწყობილი.

-„არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ ეს სკოლები დისტანციური რეჟიმზე. რამდენიმე დასახლებაში გვიწევს მეორე ტურების ჩატარება, მივიღეთ გადაწყვეტილება, – დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში.

დისტანციური სწავლება გრძელდება უფროსკლასელებისთვისაც. უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები მუშაობას იმავე რეჟიმში აგრძელებენ, რა რეჟიმშიც დღემდე ფუნქციონირებენ“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საკოორდინაციო საბჭოს დისტანციურად უხელმძღვანელა.

კომენტარები