„რამდენიმე ქვეყანამ უკვე განსაზღვრა საქართველო თავისი ქვეყნის ტურისტული მიმართულებების პრიორიტეტებში“

-„ტურიზმის გახსნის მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტრუქტურა იყოს ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში.

რამდენიმე ქვეყანამ უკვე განსაზღვრა საქართველო თავისი ქვეყნის ტურისტული მიმართულებების პრიორიტეტებში.

საუბარი გვქონდა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ქვეყნებზე, საიდანაც პირველ ეტაპზე იქნება მნიშვნელოვანი საქართველოში ტურისტების ჩამოსვლა. შესაბამისი ინსტრუქცია უკვე მიცემული გვაქვს ჩვენი საელჩოებისთვის. ელჩები პირდაპირ კომუნიკაციაში არიან ამ ქვეყნების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან. ძალიან პოზიტიური გამოხმაურებებია. რამდენიმე ქვეყანამ უკვე განსაზღვრა საქართველო თავისი ქვეყნის ტურისტული მიმართულებების პრიორიტეტებში და ბუნებრივია, ყველა ამ საკითხზე იყო მსჯელობა.

მიმართულებებია ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რა თქმა უნდა, სამეზობლო და თანდათანობით ამ ქვეყნების არეალი და გეოგრაფია გაფართოვდება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

კომენტარები