რამდენი დახარჯეს, ოპოზიციურმა პარტიებმა Facebook-რეკლამაზე? – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა. 

მამუკა მდინარაძემ კვლევის შედეგები წარადგინა, რომელიც ოპოზიციის მიერ Facebook-რეკლამაზე დახარჯულ თანხებს ეხება.

-„კვლევა „ქართული ოცნების“ შესაბამისი რგოლის წარმომადგენლებმა Facebook-ის ღია წყაროებზე დაყრდნობით ჩატარდა.

მაგალითად, – ევროპულ საქართველოს დაუფიქსირდა ხარჯვა 209 165 ლარი, იდენტიფიცირებადი, რაც არის მარტივად, მაგრამ  მათ დეკლარირებული აქვთ, 1-ლი სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდეა საუბარი, – 346 534 ლარი. სხვა რაში დახარჯეს, ჯერჯერობით ასე ღია წყაროებში არ ჩანს, თუმცა, როგორც ჩანს, ან თავი დაიზღვიეს, ან ისეთ ექაუნთებზე აქვთ გაშვებული ეს თანხმა, რომლებიც ასე პირდაპირ არ ილინკება მათთან. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ სხვა დანაყოფებს:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რაც მიკვლევადია, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ხარჯავს ამ პერიოდში 148 450 ლარს, თუმცა დადეკლარირებული მხოლოდ 69 949 ლარია. პარტია „ლელო“ – დახარჯული აქვს 247 151 ლარი, დეკლარირებული აქვს 34 649 ლარი. „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3 ძირითად Facebook-გვერდზე, რომლითაც მოქმედებს Facebook-არეალში, დახარჯული აქვს 228 873 ლარი, წარმოიდგინეთ, ერთ კაცზე საუბარი, არანაირი გუნდი აქ რეალურად არ არსებობს, ამ ერთ კაცს საკუთარ პიარში 3 გვერდიდან, რაც ჩანს Facebook-ის ღია წყაროებით, დახარჯული აქვს 228 873, დეკლარაციაში შეტანილი აქვს ამ პერიოდისთვის 91 597 ლარი“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები