რამდენი ვიზიტორი ჰყავდა კურორტებს? – მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა.
სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი კოვიდ პროტოკოლის ყველა წესის დაცვით 8 მარტს გაიხსნა, გუდაურის შემთხვევაში 25 აპრილამდე გაგრძელდა, დანარჩენ კურორტებზე კი ბუნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით აპრილის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიხურა.
გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე დამონტაჟებული ავსტრიული კომპანია „სკიდატას“ უკონტაქტო გამშვები პუნქტები, საშუალებას იძლევა ზუსტად მოხდეს იმის დათვლა, რამდენი ვიზიტორი სტუმრობდა მთას.
2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონზე ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) 134 183 ვიზიტორი დაფიქსირდა მთაზე, ხოლო გაყიდული ბელეთების რაოდენობამ (ყველა კატეგორია) 78 462 შეადგინა.
2121 წლის სეზონზე გუდაურის სათხილამურო არეალს 83 055, ბაკურიანისას – 35 166, გოდერძის – 7 262, მესტიას (თეთნულდი, ჰაწვალი) 8 700 ვიზიტორი სტუმრობდა“.

კომენტარები