-„რამდენი ოჯახი გააიბედურეს. გააგზავნეთ დოკუმენტაცია და ფაქტები ნაცების სადისტურ წამებაზე“ – იუნა შაფათავა

-„რამდენი ოჯახი გააიბედურეს. სამშობლოს ვემსახურებით ჩვენ, და არა ის მასხარები.

ვემსახურები სამშობლოს- ხმამაღლა ვლაპარაკობ სიმართლეს და არაფერი გამაჩერებს, ბოროტებასთან ბრძოლაში! გააგზავნეთ დოკუმენტაცია და ფაქტები ნაცების სადისტურ წამებაზე და მკვლელობებზე, სამშობლოს წინაშე დანაშაულზე; წინა წლის გადატრიალების მცდელობაზე სკაიპში სატანის დაუმორჩილებლობის მოთხოვნით;

არ გაჩუმდეთ!! სამშობლოს სამსახურში ვართ ჩვენ, ვისავ გვაჩუმებენ შეურაცხყოფით, ბულინგით დამცირებით! კრიმინალის ლეგალიზაციის დრო უნდა მორჩეს!
სამშობლოს ვემსახურებით სიმართლით!

სამშობლოს ვემსახურებით ჩვენ და არა ნაც ბანდის მხარდამჭერები! კუბოს გარეშე დარჩენილი, ნაწამები ბიჭების კაცების, გაუპატიურებული გაუბედურებული ცოლების შვილების დების და ძმების სახელით, ჩვენ არ გვაქვს გაჩუმების უფლება!!! ჩვენ ვემსახურებით სამშობლოს და ვითხოვთ გაეგზავნოს მსოფლიოს ნოტა, იმ მყვირალა უსამართლობაზე, რომელსაც გვაყურებინებენ! ჩვენ ვითხოვთ სიმართლე გაიგოს მსოფლიომ და ქართველი ხალხის წამება დაცინვით შეწყდეს!”– წერს მსახიობი იუნა შაფათავა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ.

კომენტარები