რამდენი საათი რჩება „ომიკრონი“ პლასტიკურ ნაწარმსა და ადამიანის კანზე…

კიოტოს მედიცინის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის თანახმად, „ომიკრონ“ შტამი, პლასტმასისა და ადამიანის კანის ზედაპირზე მოხვედრის შემთხვევაში, წინა ვარიანტებზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში ცოცხლობს. წერს   Euronews-ი.

პლასტმასისა და პლასტიკური ნაწარმის ზედაპირზე უჰანიდან გავრცელებული ვარიანტი 56 სთ., „ალფა“ 191,3 სთ., „ბეტა“ 156,6 სთ., „გამა“ 59,3 სთ., „დელტა“ ვარიაცია 114 სთ. ცოცხლობდა, „ომიკრონის“ შემთხვევაში, ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა 193,5 საათს აღწევს, რაც 8 დღეს უდრის.

ადამიანის კანზე კორონავირუსის ვარიანტების სიცოცხლის ხანგრძლივობა, თავდაპირველი, უჰანიდან გავრცელებული შტამის შემთხვევაში ის 8,6 სთ. იყო, „ალფას“ შემთხვევაში 19,6 სთ, „ბეტა“ შტამი კანზე 19,1 სთ. რჩებოდა, „გამა“ – 11 სთ., „დელტა“ – 16,8 სთ., ხოლო ადამიანის კანზე „ომიკრონის“ სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობა 21,1 საათია.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 355 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 355 204 984 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 606 038 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 71 709 180 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 868 512 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვით მეორე ადგილზე საფრანგეთია (16 917 8464), მესამეზე კი ინდოეთია (39 799 202).

კომენტარები