„რამდენი ხნით უნდა გავიდეთ მზეზე, D ვიტამინის მარაგი რომ შევივსოთ, საკმარისია თუ არა ამისთვის ფანჯარაში შემომავალი მზის სხივები“ – გიორგი ღოღობერიძე

ექიმი ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე მსოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს:

-„ვიტამინი გახლავთ ნივთიერება, რომლის წარმოქმნაც ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია და ის გარედან უნდა მივიღოთ. D ვიტამინი კი რეალურად ჰორმონია, რომელიც ადამიანის

ორგანიზმში წარმოიქმნება, უბრალოდ მას დამკვიდრებული აქვს ვიტამინის სახელი და ჩვენც ასე მოვიხსენიებთ. ის მოქმედებს როგორც ესტროგენი, როგორც პროგესტერონი, როგორც ტესტოსტერონი – ის ჰორმონია. D ვიტამინი ჩვენი კანის ეპიდერმისის ღრმა ფენებში წარმოიქმნება და მისი გამომუშავებისთვის საჭიროა მზის ულტრაიისფერი სხივები, კონკრეტულად კი სხივების B სექცია. ეს ნიშნავს, რომ თუ ფანჯარასთან დადგებით და იქედან შემომავალი მზის სხივებით ეცდებით D ვიტამინიის მიღებას, შედეგი არ იქნება, რადგან ულტრაიისფერი სხივების B სექცია მინის მიღმა ვერ აღწევს. ასე თქვენ მიიღებთ მხოლოდ სხივების A სექციას, რომელიც მავნებელია კანისთვის. ამიტომ მზეზე ყოფნისას დამცავი კრემებიც უნდა გამოყენოთ. სინათლის სხივი ჩვენს ორგანიზმში D ვიტამინის წარმოქმნის მთავარი წყაროა, მაგრამ გარკვეული რაოდენობით მისი მიღება საკვებიდანაც შესაძლებელია. ეს გახლავთ
თევზი, ღვიძლი და კვერცხი, თუმცა მათი საშუალებით მიღებული D ვიტამინი ძალიან მცირეა, ნორმის მხოლოდ 10%. ამიტომაც არის მზეზე გასვლა ასე ღირებული, რათა D ვიტამინის მარაგი შევივსოთ. მაინც რამდენჯერ და რამდენი ხნით უნდა გავიდეთ მზეზე? კვირაში სამჯერ 30 წუთით, რათა სინათლის სხივები ჩვენს კანზე საკმარისი რაოდენობით მოხვდეს“.
კომენტარები