„რამდენჯერმე ვიწინასწარმეტყველე, რომ მოვიდოდა დრო, როცა ირგვლივ ისე აირეოდა ყველაფერი, იმდენად რთული იქნებოდა მოვლენების შეფასება, რომ ჩემ გარდა პასუხი არავის არაფერზე არ ექნებოდა, რომ პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს ჰაერივით დასჭირდებოდათ ჩემი წინასწარმეტყველება, და რომ მაშინ…“-ლელა კაკულია

ლელა კაკულია:

„პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს ჰაერივით სჭირდებათ ჩემი სიტყვა, მაგრამ…“

გთავაზობთ ლელა კაკულიას უახლეს წინასწარმეტყველებას

📌18 სექტემბერი, 2021 წელი

-„წარსულში მე რამდენჯერმე ვიწინასწარმეტყველე, რომ მოვიდოდა დრო, როცა ირგვლივ ისე აირეოდა ყველაფერი, იმდენად რთული იქნებოდა მოვლენების შეფასება, რომ ჩემ გარდა პასუხი არავის არაფერზე არ ექნებოდა, რომ პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს ჰაერივით დასჭირდებოდათ ჩემი წინასწარმეტყველება, და რომ მაშინ ერთ სიტყვასაც არ ვიტყოდი — „გენიოსები“ არიან და თვითონ გადაწყვიტონ პრობლემები, მავანნი დამიწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ მიპოვნიან, ვინაიდან ასე ნებავს უფალს-მეთქი, ვწერდი.
და ეს დრო სწორედ ახლაა.
დიახ, წინასწარმეტყველება უნდა ასრულდეს, ამიტომ ვერავინ ვერ გააკეთებს სწორ ანალიზებს.

⭐დაიმახსოვრეთ: მხოლოდ მე შემიძლია პასუხი გავცე ყველას ყველაფერზე, მაგრამ პოლიტიკოს-ანალიტიკოსებს ჯერ კიდევ არ ვუკარნახებ არაფერს, ჯერ ამის დრო არ დამდგარა. ჯერ ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით უნდა ასრულდეს.

ვიმეორებ: საქართველო მომავალში დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოა, კოალიციური მთავრობით, მსგავსი ისრაელისა, მსგავსი შვეიცარიისა. ამიტომ იმ ყველაფერს, რაც ახლა ხდება, ასე ვთქვათ, მსუბუქად ვუყურებ. მსოფლიო კი არეულია. ის, რაც ახლა პლანეტაზე ხდება, მტრის კარს!

ვხედავ, მუსლიმური სამყარო განსაკუთრებით აქტიურობს, მაგრამ ვერაფერსაც ვერ მოიგებს. ამის პარალელურად ვხედავ ამერიკის სისუსტეს, მაგრამ ეს სისუსტე არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა უძლური გახდა. ეს დროებითი თამაშია. ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანა — ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დაწყებული პოლიტიკური თამაში, რომელსაც მოგება არ მოჰყვება. წააგებენ! მაგრამ ამერიკა ნელ-ნელა ფეხზე დგება, თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ ამაზე ბევრს ილაპარაკებენ.

ისევ ვხედავ, მომავალში ამერიკაში პრეზიდენტად მოდის ქალი — ათ კაცს რომ აჯობებს, ისეთი. იმ ცვლილებებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში დაიწყება, ვერავინ შეაჩერებს, მაგრამ მსოფლიოს ლიდერი, მსოფლიოს მბრძანებელი, მაინც ამერიკა რჩება. ასე ვხედავ!

ავღანეთიდან ლტოლვილები, რისაც ასე ეშინია რუსეთს, მაინც იქნება. რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს. ვხედავ, საკუთარი მიწების დასაცავად გარბიან. ამ ლტოლვილებს შორის კვლავაც იქნებიან ტერორისტები, როგორც ეს წარსულში იყო.

სხვათა შორის, 2013 წლის 15 აპრილს ვიწინასწარმეტყველე, რუსეთი ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვრებს უფრო მოაძლიერებს, ვინაიდან ავღანეთიდან ამ ქვეყნებს საშიშროება დაემუქრება, რომელთაც რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა იმ მომენტისთვის ძალიან აწყობთ-მეთქი. და ეს დღევანდელობაა.

რაც შეეხება თალიბებს, მათ ძალა აქვთ, აფეთქებებისა და ტერორების მოწყობა, სასიკვდილო დარტყმების მიყენება შეუძლიათ, მაგრამ საბოლოოდ არაფერი არ გამოუვათ. „თალიბანს“ დაშლა ელის, რაშიც ისევ ამერიკის ხელი ურევია. ვხედავ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებას. რუსეთს ეშინია თალიბებისა და ეს შიში მას სწორ კვლაზე გაიყვანს. ამით მართლა გადარჩებიან მსოფლიოში.

ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ვერ დგას პოლიტიკაში ძლიერად ფეხზე. შეცდომას შეცდომაზე უშვებს, თითქოს ინერციით მოძრაობს და სადაც მიგორდება, მიგორდება. ამიტომ კარგავს მდგომარეობას, როგორც პრეზიდენტს მე მას ვერ ვხედავ.

ჩემი საქართველო კი გადარჩება. გავივლით მძიმე პერიოდს და დარჩება ეს ყველაფერი წარსულში. იქნება მთავრობის ცვლილება, შეიცვლება ბევრი რამ, მათ შორის, კონსტიტუციაც. ვხედავ, ცვლილებები საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი არ მოითმენს და რევოლუციას მოაწყობს!!!“

კომენტარები