რამ­ზან კა­დი­რო­ვი –  გაბუნია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და სა­ქარ­თვე­ლოს სირ­ცხვი­ლია

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რმა რამ­ზან კა­დი­რო­ვმა განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიამ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ პუ­ტინს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

“კავ­კა­სი­ა­ში კაცი მსგავს სი­ტყვებს არ ამ­ბობს, მი­თუ­მე­ტეს თა­ვი­სი მო­სის­ხლის მი­მარ­თაც. გა­ბუ­ნია მში­შა­რაა. ის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და სა­ქარ­თვე­ლოს სირ­ცხვი­ლია” – წერს რამ­ზან კა­დი­რო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პრე­ზი­დენტს და მთი­ლი­ა­ნად რუ­სეთს ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დოს. მან გა­ბუ­ნი­ას წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრა მო­ი­თხო­ვა.

“მუდ­მი­ვად არ შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს ისე­თი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა, რომ არ ვიმ­ჩნევთ სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან მტრულ გა­მოხ­დო­მებს. ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის მი­მართ შე­მო­ვი­ღოთ ყვე­ლა­ზე ხის­ტი სან­ქცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ შე­ე­ხე­ბა იმ ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. ახლა ცდი­ლო­ბენ შთაგ­ვა­გო­ნონ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ დაგ­მო არამ­ზა­დის გა­მოხ­დო­მა, მაგ­რამ სა­ჭი­როა არა დაგ­მო­ბა, არა­მედ მისი პირ­და­პი­რი ეთე­რის­გან შორს ყოფ­ნა” – აცხა­დებს კა­დი­რო­ვი

ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის გა­და­ცე­მა „პოსტსკრიპ­ტუ­მის“ წამ­ყვან­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინს პირ­და­პირ ეთერ­ში რუ­სუ­ლად აგი­ნა.

 

 

კომენტარები