რამზან კადიროვმა პირად მცველად 6 წლის მაგომედ-ემი გაზიევი აიყვანა

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა პირად მცველად 6 წლის მაგომედ-ემი გაზიევი აიყვანა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ბიჭის მშობლებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც მაგომედ-ემი ამბობდა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის დაცვაში მუშაობა სურს.
„დღეიდან უსაფრთხოებაზე ზრუნვა აღარ მომიწევს. მე მყავს პროფესიონალი მცველი, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს. ასაკის მიუხედავად, მაგომედ-ემი მამაცი, გამბედავი და უშიშარია“, – წერს კადიროვი სოციალურ ქსელში.
რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის ფონდიდან მაგომედ-ემის ფორმა და სათამაშო იარაღი უყიდეს. გაზიევის კურატორი ტელეკომპანია „გროზნოს“ დირექტორი აჰმედ დუდაევი იქნება.

კომენტარები