„რამხელა სიკეთეს აკეთებს ეს ხალხი თავისივე ჯანმრთელობის ხარჯზე” – მერაბ სეფაშვილი

მომღერალი მერაბ სეფაშვილი კორონავირუსისგან განიკურნა.

-„მადლობა მინდა ვუთხრა ამ ადამიანს და მთელ მის გუნდს, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის ყოველი ადამიანის გადასარჩენად, ვინც სნეულდება ამ ვირუსით. სიტყვებით ვერ გამოხატავ, თუ რამხელა სიკეთეს აკეთებს ეს ხალხი თავისივე ჯანმრთელობის ხარჯზე. ამას ჰქვია ნამდვილი პროფესიონალთა გუნდი, მადლობა ლევან“, – წერს მერაბ სეფაშვილი და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

კომენტარები