რამ შეაშფოთა აფხაზები? ანუ აფხაზურ-ადიღეურმა დიასპორამ იორდანიაში ჩაშალა ქართველი ავტორის წიგნის პრეზენტაცია

ამ ფაქტის შესახებ იუწყება sputnik-abkhazia.ru

საინტერესოა, რა ასეთი ხალხმრავალი დიასპორა უნდა ჰყავდეთ ან აფხაზებს ან ადიღეელებს იორდანიაში, რომ რაიმე ღონისძიება ჩაეშალათ. ამბობენ, ჩაშალესო. დავუჯეროთ ამ სააგენტოს რესპონდენტებს და ვთხოვოთ წიგნის ავტორს ბატონ დავით მაღრაძეს, საქართველოს ელჩს იორდანიაში ბატონ ზაზა კანდელაკს, რომელიც, თურმე, პრეზენტაციის დროს სიტყვით გამოდიოდა და აფხაზურ-ადიღეური დიასპორების წარმამდგენლების მისვლისას, შეუწყვეტია გამოსვლა და დარბაზიდანაც გასულა, გვითხრან სიმართლე, თუ რატომ ჩაიშალა (თუ ჩაიშალა) წიგნის პრეზენტაცია.

წყარო ამბობს, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა 28 ოქტომბერს. აფხაზების და ადიღეელების გულისწყრომა გამოიწვია აფხაზურ ენაზე თარგმნილი  დავით მაღრაძის წიგნის „ჯაკომო პონტი“-ის პრეზენტაციამ. საინფორმაციო სააგენტოს ამ ინციდენტის შესახებ ესაუბრა  ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკს დემოგრაფიისა და რეპატრიაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესლან დბარი.

„28 ოქტომბერს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ქართული და ჩერქეზული საქველმოქმედო ორგანიზაციები გეგმავდნენ რაღაც სიმპოზიუმის ჩატარებას. ღონისძიების ფარგლებში უნდა შემდგარიყო ქართველი ავტორის პოემის პრეზენტაცია. პოემა უთარგმნიათ აფხაზურ, ოსურ და ადიღეურ ენებზე“, – ამბობს ბესლან დბარი.

აღნიშნული ღონისძიება ატარებდა პროვოკაციულ ხასიათს და მიმართული იყო აფხაზურ-ადიღეული დიასპორის გახლეჩვაზე, – დარწმუნებულია ბესლან დბარი.  .

„აფხაზურ-ადიღეური დიასპორის აქტივისტებმაი (ორგანიზაცია „დიუანა აბაზის“ წარმომადგენლებმაი) ჩაშალეს ღონისძიება ადიღე-ჰასეს შენობაში, რომელიც მდებარეობს ამანის დასავლეთ ნაწილში. იცოდნენ რა, რომ იქ უნდა შემდგარიყო შეხვედრა, აფხაზურ-ადიღეური დიასპორის აქტივისტები ტრანსპარანტებით, აფხაზური და ადიღეური დროშებით შევიდნენ შენობაში და ჩაშალეს იორდანიაში საქართველოს ელჩის გამოსვლა. ელჩი იძულებული იყო დაეტოვებინა დარბაზი“, – ამბობს ბესლან დბარი.

დიასპორის პლაკატები ღაღადებდნენ: „თქვენ არ ხართ მისასალმებელი“, „თავისუფლება აფხაზეთს“ და ა.შ.

„ვფიქრობ, რომ ჰუმანიტარული ხასიათის ღონისძიება ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ჩაატარო. მაგრამ ორგანიზატორებმა ღონისძიება ისე წარმოადგინეს, რომ თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს აფხაზურ ენაზე, თარგმნის ქართული კლასიკოსების ნაწარმოებებს აფხაზურად და ა.შ. ერთი სიტყვით, ეს იყო ჰუმანიტარული ხაფანგი, რომელშიც სურდათ მოექციათ ჩვენი დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგრამ დროული რეაგირების შედეგად, გავმართეთ მშვიდობიანი აქცია, რომელმაც ჩაიარა ყოველგვარი ხმაურის გარეშე, დემოკრატიის ფარგლებში“, – აცხდებს ბესლან დბრი.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ე.წ. აფხაზეთის დემოგრაფიისა და რეპატრიაციის სამინისტრომ აღნიშნული ღონისძიების ჩატარებამდე გააკეთა სპეციალური განცხადება, რომლითაც მიმართავდა იორდანიაში აფხაზურ-ადიღეურ დიასპორას, არ წამოგებოდნენ საქართველოს წარმომადგენელთა პროვოკაციულ ქმედებას, რადგან მათი ღონისძიების დანიშნულებაა, გახლიჩოს და დაშალოს დიასპორა, მოუწოდებდა, გამოიჩინეთ თავშეკავებულობა და მიიღეთ ბრძნული გადაწყვეტილება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სტაბილურობა.

წიგნის პრეზენტაციამ ასე ააფორიაქა და შეაშფოთა აფხაზები და ადიღეები, რომ მთავრობის მოწოდება და მიმართვა გახდა საჭირო?!

გამოყენებულია sputnik-abkhazia.ru-ს პუბლიკაცია

კომენტარები