„რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს. ენგურჰესის“ მნიშვნელობაზე საუბარი  აუცილებელი“- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

-„ენგურჰესის“ მნიშვნელობაზე საუბარი  აუცილებელია. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, მოქალაქეებს რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთივს. მინდა კითხვა დავსვა, – ვინმემ წარმოიდგინოს, ენგურჰესი არ არსებობს ქვეყანაში. მთელი გენერაციის 40% მოდის „ენგურჰესზე“. აქედან გამომდინარე,  ვინმეს ჯერ კიდევ თუ აქვს წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მინდა მათ შევახსენო, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს“, – განაცხადა პრემიერმა.

„ენგურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 43 მილიონ ევროს შეადგენს, აქედან 7 მილიონი ევროს გრანტი სახელმწიფომ ევროკომისიიდან მიიღო, დანარჩენი კი EBRD-ის ბანკმა სესხის სახით გამოყო. რეაბილიტაციის პროცესი იანვარში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები