„რასაც ვუსმენ, ბოკერია არ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი. მოგიწევთ მისი შეყვარება“

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გრძელდება.

კონფერენციაზე ლიეტუვის პარლამენტის წევრმა ზიგიმანტას პავილიონისმა, „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერს, ირმა ინაშვილს მიმართა:

„რასაც ვუსმენ, ბოკერია არ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი.  მოგიწევთ მისი შეყვარება. ჩვენ სწორედ ეს ვისწავლეთ ლიეტუვაში. შეიძლება ჩვენგან განსხვავებულები იყოთ, განსხვავებული შეხედულებები გქონდეთ, მაგრამ, თუ თქვენ გსურთ ამ ადამიანების დარწმუნება სტრატეგიულ, ეროვნულ მიზნებში, მაშინ სასურველია თქვენ დარჩეთ ბოკერიასთან მანამ, ვიდრე არ შეხვალთ ევროკავშირში და ნატო-ში, მერე იჩხუბეთ რამდენიც გინდათ. არ უნდა გააკეთოთ ის, რაც გააკეთეთ”.

ირმა ინაშშვილმა  კონფერენციაზე განაცხადა:

„ბოკერია-სააკაშვილი ცდილობენ თქვენზე მონოპოლია შეინარჩუნონ.  მუდმივად გიმტკიცებენ, რომ „არიან პროდასავლურები“. დასავლურობა მათ როგორ ესმით იცით? როგორც ადამიანთა წამება რასაც აკეთებდნენ, მიტინგების დარბევა, ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევა, არჩევნების გაყალბება და ქვეყნის ტერიტორიების 22 პროცენტის ჩაბარება მოწინააღმდეგისთვის. ადამიანთა წამება და აქციების დარბევა ეს დასავლური ღირებულებებია? მე გაგახსენებთ სულხან მოლაშვილის წამების ფაქტს. თუ არ იცით, შემდეგ მოგიყვებიან. ჩემი პირველი შეკითხვა ეს არის. მე ზუსტად ვიცი, რომ ეს დასავლური ღირებულებები არ არის. ეს ბოლშევიზმი და ფაშიზმია. „საქართველოს პატრიოტები“ ვართ ნამდვილად ქართული და დასავლური აზროვნების პარტია. ამიტომ იცოდეთ, რომ როცა ბოკერიები და სააკაშვილები და მათი ექსპერტები ჩვენზე საუბრობენ ყველფერი ტყუილია.

10 სექტემბერს,  კონფერენციაზე ძალიან საინტერესო თეზისები ითქვა. ხაზგასმული იყო, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია.  ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს. საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სხვადასხვა კონცეფციაზე. თქვენ რა კონცეფციას გვთავაზობთ? ეს იყოს დანაკარგების გარეშე და ამან ჩვენთვის არ გამოიწვიოს ახალი ტერიტორიების დაკარგვა და ეს მოხდეს მშვიდობიანად“.

 

კომენტარები