რას ამბობს გიორგი რურუა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – „მეგობრებო!“

-„მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზას!“,– წერს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში მოსამართლის გდაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

“მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა 29 ივლის  წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური დევნის მაგალითია, მისი საქმე საბჭოთა პროპაგანდის გაგებით გააყალბეს. ამასთან, რურუამ განაცხადა, რომ სასამართლოს წინასწარ გამოტანილი ვერდიქტის დამტკიცება ევალებოდა.

გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

კომენტარები