რას ამბობს, შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი მორაგბე ვასილ მახარაძე მომხდარი ტრაგედიის შესახებ

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ 17 პირიდან ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი მო­რაგ­ბე ვა­სილ მა­ხა­რა­ძეა. ჩვე­ნე­ბა­ში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრობს, გა­ზეთ “კვი­რის პა­ლიტ­რა­ში” გა­მოქ­ვეყ­ნდა:

-„ვი­ნა­ი­დან ფხი­ზე­ლი ვი­ყა­ვი, დავ­ჯე­ქი ვახო ჩი­ქო­ვა­ნის (შე­ნიშ­ვნა: ჩი­ქო­ვა­ნი ე.წ ნა­ხა­ლოვ­კის ჯგუ­ფი­და­ნაა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წვე­უ­ლე­ბა­ზე სცე­მეს, რის შემ­დე­გაც და­სახ­მა­რებ­ლად თბი­ლი­სი­დან უხმო უბ­ნე­ლებს) ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან. ასე­ვე მან­ქა­ნა­ში ჩას­ხდნენ არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, ნი­კუ­შა რე­ვა­ზიშ­ვი­ლი, ვახო ჩი­ქო­ვა­ნი და მას­თან ერ­თად მყო­ფი კი­დევ ორი პირი. ანუ სულ თბი­ლი­სი­დან სა­გუ­რა­მოს მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვე­დით ექ­ვსნი.

იმ სახ­ლში, სა­დაც იყო და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა, უნდა გვე­ნა­ხა ჩი­ქო­ვა­ნის ძმა­კა­ცე­ბი და წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით უკან… მი­ვე­დით იმ სახ­ლში, მაგ­რამ არა­ვინ დაგ­ვხვდა. ამის შემ­დეგ ისევ ჩავ­სხე­დით მან­ქა­ნა­ში და გზა გა­ვაგ­რძე­ლეთ და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც პირ­ვე­ლი­ვე ეს­ტა­კა­დას­თან მოვტრი­ალ­დით და წა­მო­ვე­დით თბი­ლი­სის­კენ.

ავ­ტო­ბან­ზე, ბენ­ზინ­გა­სა­მართ “რომ­პეტ­როლ­სა” და მცხე­თის გა­და­სახ­ვევს რომ გავ­ცდით, ხიდ­თან შევ­ნიშ­ნეთ გზა­ზე მოძ­რა­ვი ოთხი პირი, გა­ვა­ჩე­რეთ მან­ქა­ნა. მუხ­რუ­ჭის გა­გო­ნე­ბა­ზე ოთხი­ვე უკან გა­იქ­ცა. ყვე­ლა­ნი გად­მო­ვე­დით მან­ქა­ნი­დან და მათ ვუყ­ვი­რო­დით, რომ გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ და ნუ­რაფ­რის ნუ ეში­ნო­დათ, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც გარ­ბოდ­ნენ. მე იქვე და­ვარ­ღვიე წესი, და­ვატ­რი­ა­ლე მან­ქა­ნა და გა­ვე­კი­დე მათ სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან გვინ­დო­და ამ ახალ­გაზ­რდე­ბის შე­ჩე­რე­ბა და მათ­თან მშვი­დად სა­უ­ბა­რი.

რო­დე­საც გავ­ჩერ­დი და გად­მო­ვე­დი მან­ქა­ნი­დან, და­ვი­ნა­ხე, რომ ყვე­ლა მათ­გან­მა გა­დაკ­ვე­თა ავ­ტო­ბა­ნი და გა­და­ვი­და სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს. მე, ვახო ჩი­ქო­ვა­ნი და მისი ერთი ძმა­კა­ცი ჩავ­სხე­დით ასე­ვე მან­ქა­ნა­ში სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს მო­სახ­ვედ­რად, ხოლო აჩი­კო გაგ­ნი­ძე, ნიკა რე­ვა­ზიშ­ვი­ლი და ვა­ხოს ერთი ძმა­კა­ცი მის­დევ­დნენ იმ პი­რებს და ეძახ­დნენ, გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ, ჩვენ კი ამა­სო­ბა­ში მო­ვატ­რი­ა­ლეთ მან­ქა­ნა და აღ­მოვ­ჩნდით სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს. ამ დროს იქ­ნე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თი.

რო­დე­საც ახ­ლოს მი­ვე­დით, და­ვი­ნა­ხე ჩემი მან­ქა­ნის წევ­რებს ბუჩ­ქე­ბი­დან ამოყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ ერთი პირი, რო­მელ­საც ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ და ამ­შვი­დებ­დნენ (გუ­ლის­ხმობს გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვილს – ავტ.). ამ ბი­ჭის თქმით, მას ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია და იყო ფეხ­ბურ­თე­ლი. ჩვენს შე­კი­თხვა­ზე, თუ სად იყ­ვნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბი, თქვა, რომ სა­დღაც გა­იქ­ცნენ და კონ­კრე­ტულ ად­გილს ვერ გვე­უბ­ნე­ბო­და. ასე­ვე თქვა, რომ იყო და­ბა­დე­ბის დღე­ზე მე­გო­ბარ­თან, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან ერ­თად და მას ვერ პო­უ­ლობ­და, ხოლო და­ნარ­ჩენ ორს არ იც­ნობ­და.

ჩვენ ყვე­ლამ ამ ბიჭს ვუ­თხა­რით, რომ და­ე­რე­კა თა­ვის მე­გო­ბარ გი­ორ­გის­თან და ისიც წაგ­ვეყ­ვა­ნა თბი­ლის­ში. რა­ზეც მან გან­მარ­ტა, რომ გი­ორ­გის თან არ ჰქონ­და ტე­ლე­ფო­ნი. ამის შემ­დეგ ყვე­ლა­ნი მან­ქა­ნა­ში ჩავ­სხე­დით და თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დით. ეს ბიჭი თა­ვი­სი თხოვ­ნით ჩა­მოვ­სვით “სამ­თო ქი­მი­ის” მიმ­დე­ბა­რედ.

ჩვენ წა­ვე­დით ნა­ხა­ლოვ­კა­ში. შემ­დგომ უბან­ში ბი­ჭე­ბის­გან შე­ვი­ტყვე, რომ ბიჭი, ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და­კარ­გუ­ლი იყო. უშუ­ა­ლოდ ად­გილ­ზე რა მოხ­და, ჩემ­თვის უც­ნო­ბია, რად­გან მე, ვახო ჩი­ქო­ვან­მა და მის­მა ერ­თმა ძმა­კაც­მა მან­ქა­ნა მო­ვატ­რი­ა­ლეთ და წა­მო­ვე­დით სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც მხო­ლოდ და­კარ­გუ­ლი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ვნა­ხეთ…“

კომენტარები