რას აღნიშნავს, 17 ფერი გულსაბნევზე? – 17 მიზანი მოიცავს შემდეგ საკითხებს

 რას აღნიშნავს, გულსაბნევზე 17 ფერი – რაც გულსაბნევზე ასახულ ლოგოზეა  წარმოდგენილი:

AGENDA 2030”  2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეზოლუციაა, რომლის მიხედვითაც, მომავალი 15 წლის განმავლობაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხელმომწერმა სახელმწიფოებმა  17 მიზანისა და 169 ამოცანის განხორციელებით თანამედროვე გლობალური გამოწვევების აღმოფხვრას უნდა შეუწყონ ხელი. პოსტში მითითებული დოკუმენტი “მოსახლეობა და მდგრადი განვითარების მიზნები” 17 მიზანს მოიცავს, როგორიცაა სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხები, ასევე კლიმატური და ეკოლოგიურ გამოწვევები. ეს მიზნები სხვადასხვა ფერებშია გამოხატული, რაც გულსაბნევზე ასახულ ლოგოზეც არის წარმოდგენილი. 17 მიზანი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  1. მთელ მსოფლიოში სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა;
  2. შიმშილის დაძლევა, საკვების მიწოდებისა და აგრარული სექტორის ხელშეწყობა;
  3. ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელმისაწვდომობა ყველა ასაკის ადამიანისათვის;
  4. განათლების მიღების საშუალებებისა და სწავლის შესაძლებლობების მიცემა ყველა ადამიანისათვის;
  5. გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიღწევა;
  6. უსაფრთხო სასმელი წყლისა და სანიტარული საშუალებების ხელმისაწვდომობისა და მენეჯმენტის ხელშეწყობა;
  7. ხელმისაწვდომი და განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა;
  8. სტაბილური და მდგარადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა, სრულყოფილი და პროდუქტიული დასაქმება ყველა ადამიანისათვის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის;
  9. ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინდუსტრიალიზაცია და ნოვაციის წახალისება ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის;
  10. ქვეყნებს შორის და ქვეყნებს შიგნით ყველა ფორმის უთანასწორობების შემცირება;
  11. ქალაქებისა და ადამიანთა სხვა დასახლებების უსაფრთხო საცხოვრისისა დააუცილებელი მომსახურებების უზრუნველყოფა;
  12. მდგრადი მოხმარებისა და წარმოების მდგრადობის უზრუნველყოფა, ნარჩენების ეფექტიანად გამოყენების ზრდა;
  13. სწრაფი მოქმედება კლიმატის ცვლილებასა და მისგან გამოწვეულ შედეგებთან გასამკლავებლად;
  14. ოკეანეების, ზღვებისა და წყლის რესურსების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა და ზღვისა და ოკიანეების დაბინძურების შემცირება;
  15. დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი მენეჯმენტი, მიწის გამოფიტვის თავიდან აცილება;
  16. სოციალური ინსტიტუტების და სამართლიანი საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
  17. მდგრადი განვითარებისთვის საერთაშორისო პარტინიორობის ხელშეწყობა.~
კომენტარები